თაღლითობა

მაგთიკომი მომხმარებელს შესაძლო თაღლითობაზე აფრთხილებს

მაგთიკომი
მაგთიკომი

კომპანია მაგთიკომი მომხმარებელს შესაძლო თაღლითობაზე აფრთხილებს. შესაბამის ინფორმაციას კომპანია საკუთარ Facebook ვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ გარკვეულ ვებ-გვერდებზე შესვლისას მომხმარებელმა შეიძლება მიიღონ შეტყობინება, რომ გახდნენ შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებლები და მოიგეს Apple iPhone 14, პრიზის მისაღებად კი კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ. კომაპანიის ცნობით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

"მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით". - წერია განცხადებაში.

კომენტარები