სურამისა და ხაშურის ეპარქია

ეპისკოპოსი სვიმეონი: მონასტერში ჯორიც მყავს – ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც, კამაზითაც

აქ მე არ არსებობს, აქ არის ჩვენ... ამას მანქანა კი არა, ჩემო კარგო, შეიძლება უამრავი რაღაც სჭირდება. ჩვენ ბერები ვართ და ჩვენთვის ყოველი დღე დასასრული არის. მე მართლა არ ვსარგებლობ... თბილისი დავტოვე, ოჯახი დავტოვე, მშობლები დავტოვე და წამოვედი, ხან ტყეში ვცხოვრობ. 

მე ჯორიც მყავს მონასტერში - ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ, კამაზით და უამრავი სამშენებლო ტრანსპორტით დავდივარ. ამაზეც ისაუბრეთ მაშინ, ადამიანური, კაცური სიტყვა მომეცით. ვიღაცისთვის კონტრასტია, ჩემთვის თუ ახლა ეს კომფორტი არის, ვირზე ვერ დაჯდები... ჩემთვის როცა საჭირო არის, რაც საჭირო არის, საქმისთვის ვიყენებ, არა პირადი კომფორტისთვის. 

ამბობს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. მისივე სიტყვებით, Toyota Land Cruiser-ი მრევლმა "ქართული საქმის" გაკეთებისთვის უყიდა. 

კომენტარები