აშშ-ს არჩევნები 2022

არიზონაში მარკ კელიმ გაიმარჯვა – შესაძლოა სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნონ

Axios

სენატორმა მარკ კელიმ დაამარცხა ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ბლეიკ მასტერი. შედეგად, სენატში უმრავლესობის შესანარჩუნებლად დემოკრატებს ნევადას ან ჯორჯიას არჩევნებში გამარჯვება სჭირდებათ. 

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები ერთი სენატორით მიუახლოვდნენ სენატზე კონტროლის შენარჩუნებას, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა ზედა პალატაში.

ნევადას შედეგები არჩევნების დასრულებიდან 4 დღის შემდეგ ისევ უცნობია, ხოლო ჯორჯიაში მეორე ტური გაიმართება. თუ რესპუბლიკელი, ადამ ლაქსალტი ნევადაში დაამარცხებს სენატორ კეტრინ კორტეს-მასტოს, ვინ გააკონტროლებს სენატს დეკემბრის პირველ კვირაში - ჯორჯიაში მეორე ტურის შედეგების მიხედვით გავიგებთ.

ბლეიკ მასტერის მარცხი ასევე დანაკარგის ტრამპისთვისაც, რომლის კანდიდატებმაც შუალედურ არჩევნებზე მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენეს. 

გამარჯვებული სენატორი კელი ყოფილი ასტრონავტია, რომლის ცოლი, გაბი გიფორდსი დეპუტატობისას იარაღით სასიკვდილო თავდასხმას გადაურჩა. პირველად მარკ კელი ორი წლის წინ, 2020 წელს გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ვადის დასასრულებლად აირჩიეს. შედეგად, 1952 წლის შემდეგ პირველად სენატში არიზონიდან ორივე წარმომადგენელი დემოკრატი იყო. 

კომენტარები