IRI-ის კვლევა

ხვიჩია: შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ივანიშვილი

მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე.

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 38%-ს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოსწონს, ხოლო 36%-ს - ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები