რუსული ოკუპაცია

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს და ნარკოდანაშაულს ედავებიან

www.tzona.org

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპანტები მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენეხვაში სდებენ ბრალს.  

სუს-ის განცხადებით, გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, ა.თ. ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს - "სადაც ის პერმანენტულად ცხოვრობს".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი  და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. 

საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები