დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერმინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს.
კულტურის სამინისტრო
დოლიძე: ჩემი მიზანია, ღარიბაშვილს შევხვდე, ჯერ კიდევ მაქვს მისი იმედი, წულუკიანის – არა
tbl.ge/66e4
დაკოპირდა

რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-სთან ინტერვიუში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის დაფინანსების შემცირების შესახებ. დოლიძის თქმით, წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს კი, კულტურის სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.
ამავე თემაზე
- თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება
- წულუკიანი: ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც
- კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
- წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი
- მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა




