კევინ სპეისი

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ სპეისი საჯარო შეხვედრას პირველად გამართავს

CNN

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ კევინ სპეისი საჯარო შეხვედრას პირველად გამართავს. 

შეხვედრა იტალიის ქალაქ ტურნირში გაიმართება. მსახიობი მასტერკლასს ჩაატარებს, ასევე იგეგმება სპეისის ფილმების რეტროსპექტივა, ხოლო ქალაქ ტურინის ეროვნული კინოს მუზეუმი კარიერული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს.

დადანაშაულების შემდეგ სპეისიმ ერთადერთ ახალ ფილმში ითამაშა, რომელიც ასევე ტურინში ფრანკო ნერომ გადაიღო.

2017 წელს ოცამდე ადამიანმა კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში ანონიმურად დაადანაშაულა. სასამართლომ დავა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მიმდინარე წლის მაისში შეწყვიტა.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა და გაქირავებაში პლამერიანი ვერსია გამოვიდა, პერფორმანსისთვის შეცვლაზე მოსული მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. 

2022 წლის ოქტომბერში სპეისი ნიუ-იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

სპეისის წინააღმდეგ საქმე არის აღძრული ლონდონის სასამართლოშიც - მსახიობი 5 საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეების განხილვა 2023 წლის ივნისში დაიწყება.  

კომენტარები