რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი უკრაინაზე: მათ წინააღმდეგ ბრძოლით წმინდა ძალა შევიძინეთ

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დმიტრი მედვედევმა რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს საკუთარ Telegram-ზე მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინაში რუსეთის ომი ეშმაკთან გამართულ საღვთო ბრძოლად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ყველა თავისი მტრის ცეცხლოვან გეენაში გაგზავნა შეუძლია. 

"ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, ვინც გვძულს, ვინც კრძალავს ჩვენს ენას, ღირებულებებს და რწმენასაც კი. ვინც ჩვენი სამშობლოს ისტორიის მიმართ სიძულვილს ავრცელებს. 

ჩვენს წინააღმდეგ დღეს მომაკვდავი სამყაროს ნაწილია. შეშლილი ნაცისტი ნარკომანები, მათ მიერ დაშინებული ხალხი და დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვა. მათ არ აქვთ რწმენა და იდეალები, გარდა გამოგონილი უხამსი ჩვევებისა და ჩანერგილი ორმაგი აზროვნების სტანდარტებისა, რომლებიც ადამიანურ ზნეობას უარყოფენ. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა". - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნავად დაწერილ მიმართვაში მედვედევმა აღნიშნა, რომ სამშობლოს მთავარი ამოცანაა "შეაჩეროს ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველი, რა სახელიც არ უნდა ჰქონდეს მას - სატანა, ლუციფერი თუ იბლისი".

"ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით მათ. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანი ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს გამოიყენებს ის - სატანა, ლუციფერი თუ იბლისი. მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა". - წერს მედვედევი.

კომენტარები