ხვიჩა კვარაცხელია

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში მანქანა მოპარეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა CalcioNapoli24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქურდებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.

გამოცემისვე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილითვე აცნობა და ამის შემდეგ გუნდს ვარჯიშზე შეუერთდა.

კომენტარები