ნიკა გვარამიას საქმე

ხაზარაძე გვარამიაზე: სასამართლო მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სასამართლო მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად. ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიას შეწყალება. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ წყენაზე მაღლა უნდა დადგეს და საზოგადოების ინტერესების გამო, დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც თუნდაც ნიკასგან მიუღია. ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საბჭოთა პროკურატურისა და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს. ქვეყანა ასეთი უსამართლობით არც ევროპას სჭირდება და არც საქართველოს მოქალაქეებს.

წერს სოციალურ ქსელში პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები