ენმ

მელია: ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ვიღაცას ევაჭრა – წარმოუდგენელ 43%-ს მოაწერეს ხელი

ნაციონალურმა მოძრაობამ ყველასთან ერთად ბევრი გავიღეთ. ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ვიღაცას ვაჭრობა გაემართა. ძალიან ახლოს ვიყავით, გაიხსენეთ ის მუხტი. რისთვის შევედი? იმიტომ კი არა, რომ გამოვეტირე, ოღონდ მელია გამოვიდეს და რაღაც წარმოუდგენელ 43%-იან ბარიერს მოვაწეროთ ხელი. სულ სხვა რეალობა დამხვდა.

ბევრს საუბრობენ ერთობაზე, ურთიერთგაგებაზე. არცერთ შემთხვევაში ელემენტარული ხარისხის ერთობაც კი არ იყო. ყოველთვის იპოვა ბიძინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, რომელმაც გატეხა ოპოზიციურ-საზოგადოებრივი მოძრაობა. მიღებული მაქვს ეს გამოცდილება და არ უნდა გავითვალისწინოთ?! ბიძინა ივანიშვილმა გადაბუგა ეკონომიკურად სახელმწიფო, გათელა ღირსება დიდწილად, გააქარწყლა სინდისი, მარწუხებში მოაქცია ყოფა, ადამიანებს სული ეხუთებათ გაჭირვებაში, მაგრამ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ერთი, ან ორი, ან ყველა პრობლემის ნაპერწკლიდან ძალიან მალე აალდება სერიოზული, დემოკრატიული საპროტესტო ტალღა ისევ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში საუბრისას.

კომენტარები