რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიამ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტ უკრაინელს იფარებენ, €100 მილიონი გამოუყო

ევროკომისიამ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინიდან ყველაზე მეტ ადამიანს იფარებენ, €100 მილიონი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება

"კომისიამ დამატებით €100 მილიონი გამოყო იმ 7 სახელმწიფოსთვის, რომლებიც უკრაინიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილს იფარებენ. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა". - წერია განცხადებაში. 

აქამდე, აღნიშნული პაკეტის პირველი ტრანში ევროკომისიამ მაისში გამოყო, ის €248 მილიონს შეადგენდა და ხუთ სახელმწიფოზე განაწილდა: პოლონეთზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.

კომენტარები