რუსთავი

"დაძვრისას არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოებაში" – ავტობუსის მძღოლს ბრალი წარედგინა

ინფო რუსთავი

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა  ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა". – წერია განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 27 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მუნიციპალური ავტობუსი რუსთავში 3 წლის ბავშვს დაეჯახა. ექიმის ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. 

კომენტარები