ილონ მასკი

ტრამპი: მოხარული ვარ, რომ TWITTER-ი ახლა კარგ ხელშია

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ილონ მასკისა და Twitter-ის შეთანხმების დასრულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან კომპანია ახლა კარგ ხელშია. თუმცა, პრეზიდენტს არ განუმარტავს, აპირებს თუ არა Twitter-ზე დაბრუნებას. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება იმ რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც მთელი გულით სძულთ ჩვენი ქვეყანა". - წერს ტრამპი.

ტრამპის თქმით, მისი სოციალური მედიის პლატფორმა - Truth "უკეთ გამოიყურება და უკეთესად მუშაობს". 

"მე სიმართლე (Truth) მიყვარს", - წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე.

2021 წლის 6 იანვარიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდო. მასკმა განმარტა, რომ აღადგენს ტრამპის ანგარიშს. თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა ადრე აღნიშნა, რომ დაბრუნებას არ აპირებდა. 

დღეს, 28 ოქტომბერს ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ის $44-მილიარდიანი, ჯერ კიდევ მარტში დაწყებული შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მედიის ცნობით, მასკმა გაათავისუფლა კომპანიის აღმასრულებელი და კიდევ ორი დირექტორი.

კომენტარები