რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი, რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს. 

"თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა". - ასე უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, მიულოცა თუ არა პუტინმა სუნაკს.

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობებს ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაში. 

აღსანიშნავია, რომ რიში სუნაკმა უკრაინელებს მხარდაჭერა და სოლოდარობა გამოუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუნაკი ქვეყანაში მიიწვია

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქმვა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს.

კომენტარები