საქართველო-აზერბაიჯანი

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ალიევის ვიზიტზე, შეხვედრა ვერ შედგა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ. ამის გამო, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. 

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს". – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზით 24 ოქტომბერს ეწვია. ალიევი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მათ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.

კომენტარები