უძრავი ქონება

უძრავი ქონების ფასები 1 წელში 10.7%-ით გაიზარდა, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე და ვაკეშია

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი
უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების
სეგმენტებს.

ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა, ყველაზე იაფი - სამგორსა და გლდანში.

 

კომენტარები