რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსულმა ჯარებმა დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევა დაიწყეს

ოკუპანტების ჯავშანტექნიკის კოლონა უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქალაქ კულიანსკში.
РИА

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 21 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ჯარებმა  ხერსონის ოლქიდან უკან დახევა დაიწყეს. ISW-ის ვარაუდით, რუსი სამხედროები მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე უკან დახევას გააგრძელებენ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები მათ არ შეუტევენ. 

ISW-ის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ოპერაციულმა სარდლობამ 21 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობის და სხვა ტვირთის მდინარე დნეპრის დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპიროზე გადატანას "საკმაოდ აქტიურად" ცდილობენ. სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა პოზიციების შესანარჩუნებლად და უკრან დახევის დასაფარად, 2 000 მობილიზებული სამხედრო ფრონტის ხაზთან განალაგეს.

ISW-ის ინფორმაციით, დასავლეთ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გასვლა ამჟამინდელი ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოთხოვს, რადგან გარკვეულ რაზმებს უკან დახევისას სხვების დაფარვა მოუწევთ. უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გენერალი ოლექსიე გრომოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა რეგიონის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე სავარუდოდ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფებს გადაიყვანს, ხოლო მობილიზაციის გამოცხადების შედეგად გაწვეული სამხედროები ამ ქვედანაყოფების გაყვანის დასაფარად გამოიყენებს. 

ასევე, ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსული ძალები, გადასვლის დასაფარავად, სავარაუდოდ კახოვკას ჰიდროლექტროსადგურის აფეთქებასაც შეეცდებიან.

კომენტარები