საქართველო-უკრაინა

ჩიქოვანი არესტოვიჩზე: საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე კიდევ გვაკვირვებს

ჩვენ როგორც ადრე ვსაუბრობდით, ახლაც ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟს იყენებენ და რა თქმა უნდა, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც ძირს უთხრის იმ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, რომელიც 2 ქვეყანას შორის არსებობს. არესტოვიჩსა და მის მსგავს პოლიტიკოსებს, არც ვიცი, ახლა მათ პოლიტიკოსები უნდა ვუწოდო, ოფიციალური პირები, თუ რა უნდა ვუწოდო - ერთი რამ კი ცხადია, არესტოვიჩი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე კიდევ გვაკვირვებს. დღეს გაკეთებული განცხადებით კი მან საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. მაშინ, როდესაც ერთი რომელიმე ადამიანი სხვა ქვეყანაში რაიმე ძალის პროვოცირებაზე საუბრობს და მეორე მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ თურმე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ეს არის სრული პროვოკაცია და მიზნას ისახავს არა რაიმე დადებითი შედეგის მიღწევას, არამედ, პირიქით, ხელოვნური დაძაბულობის შექმნას, რომელმაც რეგიონში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო მეტად უნდა დაძაბოს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა TV იმედის ეთერში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის სიტყვებით, "მოგვიწევს ძალის პროეცირება საქართველოში, მოგვიწევს ქართველების დახსნა". 

კომენტარები