რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: პუტინი ახლა ბევრად უფრო რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე

Sputnik/Alexander Demyanchuk/Pool via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ომის დასასრულებლად, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეიცვალა. ამის შესახებ მან აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, "პუტინი ახლა ბევრად უფრო რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე". რაც შეეხება ზელენსკის, ერდოღანის თქმით მოლაპარაკებების დროს მან იგრძნო, რომ "არც მას აქვს ასეთი წინააღმდეგობები და ის ასევე მომხრეა ამ საკითხის დაძლევის".

"იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმავალ გზას ორი ლიდერის გაერთიანებით, რადგან ორივე მხარე სერიოზულ ზარალს განიცდის. მჯერა, რომ მშვიდობით არც ერთი მხარე დამარცხდება". - თქვა ერდოღანმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი წინა დღეებში ზელენსკის "დიპლომატიური მოგვარების" აუცილებლობაზე ესაუბრა.

კომენტარები