რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: უკრაინის დახმარების მისია, იარაღის მიწოდება ევროკავშირს კონფლიქტის მხარედ ხდის

მარია ზახაროვა
RIA

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინის დამხმარე მისიის შექმნა და კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება ორგანიზაციას კონფლიქტის მხარედ აქცევს.

"17 ოქტომბერს [ევროკავშირის] საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს უკრაინის სამხედრო დახმარების ევროკავშირის მისიის შექმნა. ის უკვე ორ თვეში განლაგდება, ორ წელში კი უნდა მოამზადოს სამეთაურო შტაბის სხვადასხვა დონის 15 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამ მიზნით გამოყვეს კიდევ დაახლოებით 107 მილიონი ევრო. ეს ნაბიჯი, კეივის რეჟიმისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებასთან ერთად, ხარისხობრივად ზრდის ევროკავშირის ჩართულობას, რაც, რა თქმა უნდა, მას კონფლიქტის მხარედ ხდის". – თქვა ზახაროვამ. 

17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინის დამხმარე სამხედრო თანადგომის მისიის შექმნა. მისიის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებაა, რათა მათ სამხედრო ოპერაციების ეფექტიანად წარმოება და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მოქალაქეების დაცვა შეძლონ. მისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე იქნება განთავსებული და ოპერატიული შტაბბინა ბრიუსელში ექნება. მის ფარგლებში მოხდება უკრაინის სამხედრო პერსონალის გადამზადება სხვადასხვა ხარისხით.

მარია ზახაროვამ ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო, NATO-ს ქვეყნები რუსეთთან უშუალო სამხედრო კონფლიქტის ზღვარს უახლოვდებიან.

კომენტარები