ფინეთი

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აღნიშნულ ინიციატივას, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა მხარი 6 ოქტომბერს დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის სასაზღვრო დაცვამ კონტროლის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ საზღვრის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე ბარიერების აშენებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, იდეა კარგია და სერიოზულად უნდა განიხილონ.

საპარლამენტო პარტიებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების მშენებლობას. ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის მიერ მოწვეულ სხდომაზე მიიღეს. მთავრობას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ძვირადღირებული კედლის მშენებლობას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონოდა. მის აშენებას განსაკუთრებით დაჟინებით ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ.

კომენტარები