დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ მდინარეების გადალახვის წვრთნები გამართეს, ჩრდ. კორეამ დაგმო

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები
Reuters

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები, რომლის ფარგლებშიც გასადებ ხიდებზე ტანკებისა და მძიმე ტექნიკის გადაყვანაზე ივარჯიშეს. მოქმედებებმა ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება გამოიწვია. 

წვრთნები სეულის სამხრეთით, იოჯუს მახლობლად, მდინარე ნამჰანზე ჩატარდა.

ვარჯიშებში მონაწილოებას იღებდა სამხრეთ კორეის მე-11 მობლიური დივიზიის მოიერიშე ძალები, რომლებიც მონაწილეობენ ჰოგუკ 22-ის 12-დღიან საველე წვრთნებში. დავალების ფარგლებში მათ გადალახეს ხიდები, რომლებიც სამხრეთ კორეისა და აშშ-ს საინჟინრო დანაყოფებმა გამართეს.

19 ოქტომბრის წვრთნებში მონაწილეობა მიიღო აშშ-სა და სამხრეთ კორეის დაახლოებით 1 000-მა სამხედრომ, 50-მა ტანკმა და მძიმე ტექნიკამ, KF-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა, Apache-სა და Cobra-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენებმა და საინჟინრო აღჭურვილობის 140-ზე მეტმა ერთეულმა.

ჩრდილოეთ კორეამ წვრთნები დაგმო და საპასუხოდ გამოცადა რაკეტები და საარტილერიო დანადგარები. სამხრეთ კორეისა და აშშ-ს განცხადებით, წვრთნები თავდაცვითი სახისაა და აუცილებელია ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად.

აშშ-ს არმიის მე-11 საინჟინრო ბატალიონის კაპიტანის, შონ კასპრისინის შეფასებით, წვრთნები რთული და რეალობასთან მიახლოებული იყო.

კომენტარები