რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკოსებს უწევთ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს.

ზელენსკის თქმით, ამის თავიდან არიდება შეიძლება, თუ მოსახლეობა პიკის საათებში ელექტორენერგიას ნაკლებად მოიხმარს. 

"გთხოვთ, მეტი გააკეთოთ - თუ გაქვთ შესაძლებლობა. 17:00-დან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარება უნდა შემცირდეს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების დამარცხებას.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას! მადლობა თითოეულს, ვინც იბრძვის, მუშაობს და გვეხმარება ჩვენი გამარჯვებისთვის! ერთიანობა და ერთობლივი მოქმედება ჩვენი ძალაა! დიდება უკრაინას!"- თქვა პრეზიდენტმა. 

12 ოქტომბერს, იმავე მოწოდებით გამოვიდა უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალიც. მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის ზამთარი მძიმე იქნება და ყველა კარგად უნდა მოემზადოს. 

კომენტარები