ილონ მასკი

მასკი: SpaceX უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას გააგრძელებს

Maja Hitij/Getty Images

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ SpaceX შემოსავლებს კარგავს, კომპანია უკრაინაში Starlink-ის სისტემის დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს.

"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას". – წერს ილონ მასკი.

14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდიდა.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.

კომენტარები