სვეტიცხოვლობა 2022

ილია II: გულითადად მივესალმები ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი

მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაულია, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აგვავსებს სიყვარულითა, არასოდეს შეგვეშინდეს, არ უნდა გაგვიტყდეს გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ.

გულითადად მივესალმები ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, რომლებიც დღეს აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ.

კომენტარები