რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ესპანეთი უკრაინას 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს გადასცემს

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს გადასცემს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივესალმები ესპანეთის დღევანდელ განცხადებას, რომ ისინი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 4 ერთეულ Hawk-ს გადასცემენ. იმასთან ერთად, რაზეც მოკავშირეებმა ბოლო დღეებში ისაუბრეს". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინის დახმარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და მათ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ჩვენ უკრაინას ვაძლევთ საწვავს, ასევე ზამთრის ტანსაცმელს ჯარისთვის, ალიანსის ერთიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში". - თქვა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk მოითხოვა.

კომენტარები