რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა ერთ დღეში 380 სამხედრო და 6 ტანკი დაკარგა

RIA

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 62 060 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკანასკნელ 24 საათში რუსეთმა 380 სამხედრო, 6 ტანკი და 18 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა დაკარგა. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს: 

  • პერსონალი - 62 060 სამხედრო (+380)
  • ტანკები - 2 472 (+6)
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 5111 (+18)
  • საარტილერიო სისტემები - 1459 (+4)
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] -  345 (+1)
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 180 (+3)
  • თვითმფრინავი -  266
  • ვერტმფრენები - 234 (+1)
  • გემები / ნავები - 15
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 1079 (+12)
  • სპეციალური აღჭურვილობა - 136 (+1)

კომენტარები