ტრეილერი

SUPER MARIO BROS – ცნობილი თამაშის ეკრანიზაციის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდიებმა Universal და Illumination მომავალი ანიმაციური ფილმის Super Mario Bros Film-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნეს.

Nintendo-ს ცნობილი თამაშის ეკრანიზაციის მთავარი გმირები სანტექტნიკოსები მარიო და ლუიჯი არიან, რომლებიც შემთხვევით პარალელულ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც პრინცესა პიჩი უნდა გადაარჩინონ. 

მთავარ გმირს, მარიოს გალაქტიკის მცველების ვარსკვლავი კრის პრატი ახმოვანებს. პროექტში ასევე მონაწილეობენ ანა ტეილორ-ჯოი, ჩარლი დეი, სეტ როგენი და ჯეკ ბლეკი.

Super Mario Bros Film-ის პრემიერა 2023 წლის 7 აპრილს გაიმართება. 1993 წელს თამაშის მიხედვით იგივე სახელწოდებით სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა.

კომენტარები