დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდ. კორეის საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ რაკეტების გამოყენებით წვრთნები გამართეს

მიწა-მიწა ტიპის რაკეტის გაშვება სამხრეთ კორეაში, 2022 წლის 5 ოქტომბერი
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო

ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ რაკეტების გამოყენებით ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს.

ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთით გადაინაცვლა ამერიკულმა დიდმა ავიამზიდმა. ფხენიანის წინააღმდეგ, 2017 წლის ბირთვული ტესტირების შემდეგ, ეს მოკავშირეების ყველაზე ხისტი პასუხია.

ჩრდ. კორეის გამოცდის პასუხად, სამხრეთ კორეისა და ამერიკის ძალებმა ზღვაში რაკეტები გაისროლეს. ასევე, მოკავშირეებმა ყვითელ ზღვაში, თვითმფრინავების გამოყენებით, დაბომბვის ვარჯიშები ჩაატარეს.

წვრთნების დროს, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი Hyunmoo-2C-ს ტიპის რაკეტა, გაუმართაობის გამო, ბაზის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა ჩამოვარდა, არ აფეთქებულა მისი ქობინი. 

ჩრდილოეთ კორეის პასუხად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს აშშ-მ და იაპონიამაც.

გასულ დღეს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიის თავზე გადაიფრინა. 

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მყოფ კუნძულ ჰოკაიდოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პრეფექტურაში, აომორიში განგაში გამოცხადდა და რეგიონში მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. 

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდან ჩრდილოეთ კორეის ქმედებას აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებასა და ანალიზს. თავდაცვის მინისტრის, იასაკაძუ ჰამადას თქმით, იაპონია შეისწავლის მოქმედების ყველა ვარიანტს, მათ შორის კონტრშეტევის შესაძლებლობებს. 

კომენტარები