ევროპული საქართველო

წერეთელი ივანიშვილის დეპუტატების განცხადებებზე: ეს არის შანტაჟი დასავლეთის მიმართ

ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად გადალახა ყველა ის ზღვარი და ხაზი, რომლის იქითაც უკვე არის ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ამ შემთხვევაში აშშ-სთან და ჩვენს პარტნიორებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი ხელახლა არ გახდეს. ეს ყველაფერი იმ კრიტიკულ მომენტში ხდება, როდესაც დღეს მსოფლიოში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, რუსეთის იზოლაცია, მასთან ერთად ალბათ, სამომავლოდ ძალიან ცოტა სახელმწიფო თუ აღმოჩნდება. უკრაინაში კი ომის დასრულებისა და გამარჯვების შემდეგ, საერთოდ რა იქნება რუსეთის ბედი, ეს მეორე საკითხია. ასეთ ვითარებაში კი ჩვენ ვხედავთ და უაღრესად სამწუხარო ამბავია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მათგან განდგომილები, თუმცა, ეს ასე ვთქვათ, ერთი ჯგუფია. არც ხელისფლება ამბობს რაიმე საწინააღმდეგოს და ადასტურებენ, რომ ისინი მათი უმრავლესობის წევრები არიან. ასევე, არც მათგან გვესმის რაიმე განსხვავებული. სწორედ ეს არის დღეს ხელისუფლების პოლიტიკა, რომ თავისი პროპაგანდით იყოს ანტიდასავლური. პრაქტიკულად, ეს არის შანტაჟი დასავლეთის მიმართ. თუმცა, ეს რას ემსახურება, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. 

ასე აფასებს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ქართული ოცნებიდან  წასული დეპუტატების განცხადებებს, რომლებმაც მოძრაობა ხალხის ძალა ჩამოაყალიბეს.

კომენტარები