რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ახლოს მცხოვრებთათვის EU-მ 5.5 მილიონი იოდის ტაბლეტი გამოყო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურიდან მომდინარე საფრთხის გამო ევროკავშირი უკრაინას 5.5 მილიონ იოდის ტაბლეტს გადასცემს. 

€500 000-ის ღირებულების ტაბლეტების გამოყოფა ემსახურება ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო მცხოვრებთათვის პრევენციულად უსაფრთხოების გაძლიერებას. 

"ჩვენ გავაგრძელებთ სიფრთხილეს და მზად ყოფნას, რადგან მომზადებულობა სიცოცხლეებს გადაარჩენს. არცერთი ბირთვული ელექტროსადგური არ უნდა იყოს გამოყენებული ომის თეატრად". – თქვა კრიზისული მენეჯმენტის ევროკომისარმა, იანის ლენარჩიჩმა. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები