ევროკავშირმა უკრაინას დამატებით €5 მილიარდი გამოუყო. ფინანსური დახმარება უკრაინის ჰუმანიტარულ და თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.
არაოფიციალურად, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება 9 სექტემბერს მიიღეს, ხოლო დღეს, 3 ოქტომბერს დახმარება ოფიციალურად დაამტკიცეს, მას შემდეგ, რაც ბიუროკრატიული ნაწილი 11 დღეში დასრულდა.
"ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და ვეხმარებით უკრაინას, რათა, რუსული აგრესიის მიუხედავად, ქვეყანამ ფუნქციონირება შეძლოს. Ecofin-ის შემდეგ შეხვედრებზე, მე წამოვაყენებ გეგმას, რომელიც უკრაინისთვის დარჩენილი 3 მილიარდი ევროს სწრაფად გამოყოფაზე იქნება კონცენტრირებული". - თქვა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანჯურამ.





