რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პეტრეუსი: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში აშშ რუსეთის ჯარებს გაანადგურებდა

Alex Wong/Getty

CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში რუსულ ჯარს გაანადგურებს, მათ შორის შავ ზღვაში მცურავ გემებსაც.

"ჰიპოთეზურად რომ ვთქვათ, ჩვენ NATO-ს კოლექტიური ძალისხმევით ვუპასუხებდით, რომელიც მიზანში ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ვხედავთ და ამოვიცნობთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში". – თქვა პეტრეუსმა ABC NEWS-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-მ ნათლად გააფრთხილა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ომის ესკალაციის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხის შესახებ და ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმაც.

30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა. 

კომენტარები