რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, ეს ბლეფი არაა

ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელში პირდაპირ  უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ. უკვე აღარ მალავენ, საუბრობენ, რომ რუსეთი ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს ბრძოლის ველზე შემდეგი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ყველანაირი სუვერენიტეტის ჩამორთმევით, ჩვენი ქვეყნის სრული გაძარცვით.

დაიწყო ბირთვული შანტაჟიც. საუბარია არა მხოლოდ ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის დასავლეთის მიერ წახალისებულ დაბომბვაზე, რაც ატომური კატასტროფის საფრთხეს ქმნის, არამედ NATO-ს წამყვანი ქვეყნების ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებებზეც, რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასა და დაშვებაზე.

მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ერის დაცვისთვის ჩვენ, აუცილებლად, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს ბლეფი არაა.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს დაემუქრა.

კომენტარები