სამხრეთის გაზის დერეფანი

ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მუშაობას იწყებს

საბერძნეთისა და ბულგარეთის გაზსადენის მუშაობა დაიწყო, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

182-კილომეტრიანი მილსადენი დაეხმარება ბულგარეთს, რომელიც აპრილის ბოლოდან ცდილობს იპოვოს ალტერნატივა გაზის ხელმისაწვდომ ფასად მისაწოდებლად. მანამდე რუსეთის გაზპრომმა რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო ბულგარეთს მიწოდება შეუწყვიტა.

რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება მას შემდეგ შეამცირა, რაც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნები ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფას ცდილობენ ფასების ზრდის ფონზე.

"როგორც აქ, ბულგარეთში, ასევე მთელ ევროპაში ხალხი გრძნობს რუსეთის ომის შედეგებს. მაგრამ მსგავსი პროექტების წყალობით, ევროპას ექნება საკმარისი გაზი ზამთრისთვის", - თქვა ურსულა ფონ დერ ლეინმა.

საბერძნეთი-ბულგარეთის საერთაშორისო მილსადენი ბულგარეთში 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს. ის გაზს ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინიდან ბულგარეთში, სტარა ზაგორამდე გადაიტანს. მილსადენი დაკავშირებულია სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილთან, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს ევროპაში ატარებს.

კომენტარები