რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიის თაღლითურ მცდელობას რუსეთის მიერ

ამერიკის შეერთებუული შტატები რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას, მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია - გმობს. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, თელავს გაეროს წესდებას და ყველგან გამოხატავს თავის ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ.

არ შეცდეთ - ამ ქმედებებს არანაირი ლეგიტიმურობა არ აქვს. აშშ ყოველთვის სცემს პატივს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით, მათ შორის $1,1 მილიარდი ოდენობის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გამოყოფით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირას გამოაცხადა.

ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

კომენტარები