ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.41 თეთრით გაუფასურდა. 30 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8291 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7623 ლარი. დოლარი ევროზე 6.7 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.87 ლარია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.83 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები