თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

ოსტინი: ნაადრევია ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის დაზიანების მიღმა

REUTERS/Thilo Schmuelgen

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის ვარაუდი, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის დაზიანების მიღმა.

"რაც შეეხება თავდასხმას - ან მილსადენის დაზიანებას, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ბევრი ვარაუდი არსებობს. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, სანამ სრული გამოძიება არ ჩატარდება, ვერავინ შეძლებს დანამდვილებით განსაზღვროს, რა მოხდა", - თქვა ოსტინმა. 

ოსტინმა აღნიშნა, რომ მან შემთხვევა დანიელ კოლეგასთან ერთად განიხილა. მისი თქმით, იგეგმება საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რათა დადგინდეს, რა მოხდა. 

"სანამ არ მივიღებთ დამატებით ინფორმაციას ან არ გვექნება უფრო ღრმა ანალიზის საშუალება, ჩვენ არ ვაპირებთ სპეკულაციებს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი". - თქვა ოსტინმა.

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

კომენტარები