თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

დანია: Nord Stream 1-ის მილსადენზე გაზის გაჟონვა შეწყდა

დანიის Nord Stream AG-მ ენერგეტიკის სააგენტოს ინფორმაციით, მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. 

"ამჟამად, როგორც ჩანს, Nord Stream 1-ის ორ მილსადენზე სტაბილური წნევა აღინიშნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის გაჟონვა შეჩერებულია". - ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე დანიის ენერგეტიკის სააგენტომ აღნიშნა, რომ გაჟონვა Nord Stream 2-ზეც შეწყდა.

27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ განხორციელდა. 

ასევე, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კომენტარები