ავღანეთი

ქაბულის სასწავლო ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას, მინიმუმ, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბული, ავღანეთი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მყოფ სასწავლო ცენტრში თავი აიფეთქა. შემთხვევას, მინიმუმ, 19 ადამიანი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის დროს სტუდენტები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. ქალაქის იმ ნაწილში, სადაც აფეთქება მოხდა, ძირითადად ჰაზარელთა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ჰაზარელები წარსულშიც ტერორისტული თავდასხმების ობიექტები იყვნენ. 

ამ დროისთვის ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

კომენტარები