ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სუვერენიტეტს, ასევე ძირს უთხრის ჩვენსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, შეიძლება, ამას საქართველოსა და ბელარუსს შორის თვით ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახოს.
საქართველო-ბელარუსი
სამხარაძე ლუკაშენკოზე: ძირს უთხრის ჩვენსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს
tbl.ge/658e
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".
ქართული ოცნებანიკოლოზ სამხარაძეალექსანდრ ლუკაშენკოსაქართველო-ბელარუსიბელარუსი-საქართველოოკუპირებული აფხაზეთი
ამავე თემაზე
- საქართველოს ელჩი ბელარუსში: უნდა დავაახლოოთ ჩვენი ერები
- ლუკაშენკო: კარგად ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს სუვერენიტეტის აღდგენაში
- ყაველაშვილმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა
- ლუკაშენკო საქართველოს მოვლენებზე: რუსეთი არაფერ შუაშია, ქართველებზე ვღელავდით
- საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს