სომხეთი-აზერბაიჯანი

მაკრონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის აღდგენაა საჭირო

REUTERS/Johanna Geron

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ მან ელისეს სასახლეში სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება სომხეთისა ან აზერბაიჯანისთვის გამოსავალი ვერ იქნება, დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს. მრავალი კითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს, უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით". - თქვა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მომდევნო საათებში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბარს გეგმავს და საფრაგნეთი ყველაფერს აკეთებს სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული კავკასიისთვის.

"პრეზიდენტი ალიევი, რომელსაც მე უახლოეს საათებში დაველაპარაკები, ამბობს, რომ მას სურს რეგიონული არასტაბილურობის დასრულება და გამოსავლის პოვნა. თუმცა, შეუძლებელია მშვიდობის შენება და ამავდროულად, ძალის გამოყენების მუქარის გაგრძელება საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული კავკასიისთვის". - თქვა მაკრონმა.

კომენტარები