რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის $457 მილიონზე მეტს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის $457.5 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამართალდამცავი ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის სააგენტოების საჭიროებებს მოხმარდება. 

2021 წლის დეკემბრიდან აშშ-მ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების დასახმარებლად ჯამში $645 მილიონი გამოყო. სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, აშშ-ს დახმარებამ დადებითი გავლენა მოახდინა უკრაინის სამართალდამცავ და სისხლის სამართლის ინსტიტუტებზე, მათ შორის უკრაინის ნაციონალურ პოლიციასა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე. 

კომენტარები