ივანიშვილის დეპუტატები

კობახიძე: დეგნანმა უხეში განცხადება გააკეთა, რომ ჩვენი 4 ღირსეული კოლეგა ავრცელებს ტყუილებს

ელჩმა [კელი დეგნანმა] გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება და მან თქვა, რომ ოთხი ადამიანი, ჩვენი ღირსეული 4 კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას... ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილის გამავრცელებლები და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, რა თქმა უნდა, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 15 სექტემბერს იმედთან ინტერვიუში კელი დეგნანმა ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს.

კომენტარები