თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მოლდოვური ავიაკომპანია იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.