სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.