რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები

Reuters: ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ წვრთნებზე შეთანხმდნენ

AFP

ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-სი ავრცელებს.

"მხარეები შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე, პატრულირებასა და გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ". – წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი იმყოფებოდა, რომელიც ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

კომენტარები