წვრთნები პეტრე დიდის ყურეში ტარდება, რომელიც ვლადივასტოკთან მდებარეობს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 130 კილომეტრში.
ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც წვრთნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მათ ჩრდილოეთ კორეის ქმედებების გამო არსებულ დაძაბულობას არ უკავშირებს. ჩინეთი და რუსეთი მხარეებს საკითხის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდებენ.
ეს მიმდინარე წელს რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნების მეორე რაუნდია. პირველი ივლისში ბალტიის ზღვაში განხორციელდა. ქვეყნები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 2012 წლიდან მოყოლებული ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ბელარუსმა 14 სექტემბერს ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით "ზაპად 2017" (რუსულიდან: დასავლეთი 2017) დაიწყეს.