ჰოლივუდი

მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული ლაშა მძინარაშვილი გახდა

Be Funky

კასკადიორების ოსკარად წოდებულ Taurus World Stunt Awards-ის ერთ-ერთ გამარჯვებული ქართველი მოცეკვავე და კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი გახდა.

მძინარაშვილი ფილმ King's Man-ში რასპუტინსა და ოქსფორდსს შორის ბრძოლის სცენის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. სცენაში გამოყენებული ქართული ცეკვის ილეთები. ფილმმა საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშვი გაიმარჯვა.

"რასპუტინის ოქსფორდს ქართულ საცეკვაო ილეთების გამოყენებით ებრძვის. ბრძოლა კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, თოკების გამოყენებით არის გადაღებული. მსახიობებმა და კასკადიორებმა ამ სცენისთვის დიდხანს ივარჯიშეს. მათ მოუწიათ ქართული ცეკვის რთული ილეთების დასწავლა". – წერია Taurus-ის საიტზე.

იმავე კატეგორიაში ჯილდოსთვის იბრძოდა ბლოკბასტერები Black Widow, Nobody, Suicide Squade, Last Duel.

კომენტარები